Sunday, May 13, 2018
კონსტანტინე გამსახურდიას ბიოგრაფიული ესკიზი
,,გადმოდგება
ქართულ მთებზე დილა საიადონო
და
ქუდს გიხდის საქართველო, კონსტანტინე ბატონო“
შოთა ნიშნიანიძე
კონსტანტინე გამსახურდიას განუმეორებელი პიროვნული ხიბლის,
განსაკუთრებული ნაფიქრისა და ნააზრევის ფონზე უმალ ფერმკრთალდება პატივმოყვარეობის,
ცრუმეცნიერული რეგალიებით თავმომწონეობის და ფსევდოინტელექტუალიზმის ყოველგვარი გამოვლინება.
და, ალბათ, სხვასთან ერთად ესეც არის სათავე
და საიდუმლო მისი წონადი მეცნიერული დანატოვარის სიცოცხლისუნარიობის.
კონსტანტინე
გამსახურდია დაიბადა 1891 წლის 6 მაისს, ძველი
სტილით, სამეგრელოს ერთ პატარა და მყუდრო სოფელ
ძველ აბაშაში, რომელიც მდინარე ზანას ნაპირზე მდებარეობს. ზანა მწერლის სახლს უკან
ჩამოდიოდა და ეზოს ორ ნაწილად ყოფდა. ვოლტ უიტმანი შენიშნავდა, რომ უდიდესი ქალაქი არის ის, რომელიც
დიდ ადამიანებს ზრდის და რამდენიმე საცოდავი ქოხისგან შემდგარი სოფელიც ,,უდიდესი ქალაქი“
იქნება, თუ მან დიდი ადამიანი წარმოშვა. თუ ამ სიტყვებს გავითვალსწინებთ, აბაშა სწორედაც
რომ უდიდესი ქალაქია.
პატარა
კონსტანტინე ხან დიაკვნობაზე ოცნებოდა, ხანაც გენერლობაზე. 1904 წელს ქუთაისის სათავადაზნაურო
გიმნაზიაში ჩაირიცხა. 1912 წელს, გიმნაზიის დამთავრებისთანავე სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერისტეტში. 1909 წლიდან კონსტანტინე არაგვისპირელის ფსევდონიმით ბეჭდავდა სტატიებს ქართულ პრესაში.
სწავლობდა
ევროპის სხვადასხვა უნივერისტეტში, მათ შორის მიუნხენში, ბერლინში, საერთოდ, უფრო ზოგადი
განათლება აინტერესებდა, ვიდრე კონკრეტული სპეციალობის ათვისება. ალბათ, ამიტომაც იყო,
რომ ხშირად იცვლიდა უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებს. კონსტანტინეს ჰქონდა მიდრეკილება
ენების დაუფლებისკენ.
კონსტანტინე
გამსახურდია გარდაიცვალა 1975 წლის 17 ივლისს და დაკრძალულია თბილისის კოლხური კოშკის ( თავისი
სახლის) ეზოში.
თავისი
ტანჯული ცხოვრების განმავლობაში კონსტანტინე გამსახურდიამ შექმნა ისეთი რანგის ნაშრომები,
რომელთაც ყავლი იოლად არ გასდით, სიბერეს არ ნებდებიან და ყოველ ეპოქაში დაიუნჯებენ სრულიად განსაკუთრებულ საზოგადოებრივს რეზონანსა და დანიშნულებას.
თითქოს საკუთარი ნაღვაწის გამო ეთქვას, რომ
გენიოსთაგან ხშირად იმდენს ვერ ისწვალიან მისი თანამედროვენი, რამდენსაც მომავალი
თაობები, რადგან უმეტესად გენიოსების კაპიტალი აუთვისებელი ხდება იმ ეპოქაში, რომელშიც
ისინი ცხოვრობენ და მოღვაწეობენ და მათ მიერ დატოვებული სულიერი კრედიტები და საჭურჭლენი განუსაზღვრელია.
სიყვარულის სემანტიკური ველი ,,ვეფხისტყაოსანში"
„ვეფხისტყაოსნის“
ერთ-ერთი მთავარი თემა სიყვარულია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ უღრმეს
ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს ამაღლებული სიყვარულის პოეზიით. ლიტერატურათმცოდნეობაში
მიღებულია მოსაზრება,რომ პოემაში სიყვარულის ხუთი სახეობაა წარმოდგენილი:
სქესობრივი
სიყვარული
მეგობრული
სიყვარული (ძმადნაფიცობა)
და-ძმური
სიყვარული
მშობლიური
სიყვარული
საზეო
სიყვარული.
მიუხედავად
ამისა, პოემაში პრაქტიკულად არ გვხვდება სიტყვა, რომელსაც, როგორც წესი, ყველაზე ხშრად
იყენებენ სიყვარულის გადმოსაცემად და ასახსნელად, საუბარია სიტყვაზე „ მიყვარხარ“. ქართულ ენაში სიყვარულის სემანტიკური
ველი ძალიან ვრცელია და ეს ყველაფერი შესანიშნავად
არის წარმოდგენილი პოემაში.
სიყვარულის
შესახებ საუბარს შოთა შოთა რუსთაველი პროლოგშივე იწყებს. აქ სიყვარულის აღმნიშვნელად
გამოყნებულია სიტყვა-მიჯნურობა და მთელ პოემაშიც ხშირად გვხდება ეს ტერმინი სიყვარულის
ნაცვლად. შოთა განმარტავს როგორი შეიძლება იყოს სიყვარული და საერთოდ რა არის სიყვარული.
საზეო
სიყვარული- ირაციონალური მოვლენაა, ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენით.
აქვე
განმარტავს, რომ არაბულ ენაშც სიყვარულს შმაგს ეძახიან. შოთას წამორმოდგენით მიჯნურობა
არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი. იმ მახასითებლებს, რასაც შოთა მიჯნურობას მიაწერს
შეიძლება დღევანდელი გადასახედით საზოგადოების ერთი ნაწილისთვის სასაცილოც კი იყოს,
დღეს, როდესაც თავისუფალი ურთიერთობების საუკუნეა, მაგრამ შოთას სიყვარული დღევანდელი
თაობისგან განსხვავებით აშკარად განსახვავებულად ესმოდა.
მიჯნურობა-
არდაჩენა,
ჭირთა მალვა,
შორით
ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით კრძალვა,
დასთმოს
წყრომა მიჯნურისგან, მისი უნდა ჰქონდეს შიში, კრძალვა
დასთმოს
წყრომა მოყვრისაგან, მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს,
მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.
ერთად
ყოფნის ბედნიერება განა შეიძლება იმაზე უკეთ გადმოიცეს, როგორც ეს შოთამ გადმოსცა:
„ მერე მოდი, ლომო, მზესა, შეგეყრები, შემეყარე“.
სიყვარულის
სემანტიკური ველის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო მონაკვეთია თინათინის მიერ ავთანდილის
დაბარების ეპიზოდი, როდესაც მას უშვებს უცხო ყმის საძებნელად და მათი დიალოგი. თინათინი
თავის მხრივ პირდება ავთანდილს, რომ იქნება მისი ერთგული და ამის გადმოცემას ახერხებს
გასაოცრად,
„ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,
მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის
კაცად შენაქმარი,
სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს
ვიყო დასანთქმარი,
შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა
დანა ასაქმარი“.
ძალიან
ბევრ ადგილას პოემაში, სიყვარული დაკავშირებულია ცეცხლთან, იმის გადმოსაცემად რომ პერსონაჟებს ერთმანეთი უყვართ
ხშირად ადარებენ საკუთარ თავს „ცეცხლმოდებულს“
. ამის დამადასტურებელი პოემაში არა ერთი მაგალითი არსებობს:
„ცეცხლთა
შენგან მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს“.
„მერმე,
ცეცხლი დაუსვია, აღარა მწვავს გულსა მურად“
„მიჯნურობითა
დამწვარ ვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია“
ასმათ
უთხრა: „ლომო, ცრემლით მაგა ცეცხლსა რა ერგების“
„ცეცხლმან
ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო ასჯერ დადაგულო?!“
„მოვიდა,
მივსცენ დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა“
„დღენი
გამოხდეს, მე გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა“
„წიგნი
ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა“
„ლხინმან
ბნელი გამინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს“
„გითხრამცა
ვინ, რა მჭირს, ანუ რა ცეცხლი მწვავს, რაგვარ ცხელი!“
„ახლოს
შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად“
„შენ
მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება“
,, მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლ ამითა
გზებული”
,,მე
სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა
შრეტად“
„გითხრამცა
ვინ, რა მჭირს, ანუ რა ცეცხლი მწვავს, რა გვარ ცხელი“
,,ფატმან
ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა,
სიყვარული
მეტისმეტი მოემატა ცეცხლებრ სწვიდა“
,,აწ
მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი“
ცეცხლთან,
ალთან და წვასთან სიყვარულს, მისით გამოწვეულ იმედსა თუ უიმედობას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხშირად ვაკავშირებთ ხოლმე.
როცა კი გავიგებთ ჩვენს გარშემომყოფი ადამიანი, რომ შეყვარებულია ვეტყვით ხოლმე, „მოგეკიდა
შენც სიყვარულის ცეცხლი“, „არ დაიწვა ზედმეტი სიყვარულისგან“, „შეყვარებულია კი არაა
ცეცხლი ეკიდება და იწვის“ და ა.შ.
„ვეფხისტყაოსანში“
მიჯნური ძალიან ხშირად შედარებულია მზესთან, ზოგჯერ საკუთარ მინჯურს ადარებენ მზეს,
ზოგიერთ შემთხვევაში კი თავად ავტორი ადარებს შეყვარებულ პერსონაჟებს მზეს.
„მერე
მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები შემეყარე“
„მოახსენა
ყმამან: მზეო, ვინ გიშერი აწამწამე“
„კვლაცა
ჰკადრა:აჰა, მზეო, რადგან ღმერთმან მზედ დაგბადა“
„თქვა:
,,მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდის ეს ადრე“
,,მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა“
„ვარდი,
მის მზისა გაყრილი, უფრო და უფრო ჭკნებოდა“
,,ჩემმან
მზემან გამომგზვნა საძებრად იმა ყმისად“
,,ესე
ჰკადრე: რადთაგან, მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოხდები“
,,მზემან
გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა“
„ჩემად
ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა“
„მზემან
ლომსა ვარდ-გიშელი ბაღჩა-ბაღად უშენოსა,
შენმან
მზემან, თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა“.
,,
მიუწერე, მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი“
„მზის
შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების“
,,ავთანდილსცა
მოეგონა მისი მზე და საყვარელი“
,,ჩემსა
მზესა დავეთხოვე თქვენ წინაშე წამოსვლად“
„მზემან
დაგწვნა და გაგდაგნა ცის მნათობნი ზენანი“
„ჰე,
მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად“
,,შენ
სინათლედ თვალთა ჩემთა, მიჩნდე მზეებრ სანახველად“
„მისთა
შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.“
მზეს
არა ერთი სიმბოლური დატვირთვა აქვს, ყველაზე მეტად ის , როგორც წესი უფალს უკავშრდება,
მაგრამ ამავე დროს ძალიან ხშირად წარმოდგენს
საყვარელი ადამიანისადმი საკმაოდ ხშირად გავრცელებულ მიმართვის ფორმას. ეს ფორმა დღესაც
საკმაოდ აქტუალურია გამოიყენება. მზეს ვუწოდებთ ადამიანს და ამით გამოვხატავთ მის მიმართ
ჩვენს დადებით დამოკიდებულებას, ქვეტექსი შემდეგია: ეს ადამიანი ათბობს, ანათებს და ალამაზებს ჩვენს ცხოვრებას, ისევე როგორც მზე მთელ
კაცობრიობას და სამყაროს. საგულისხმოა, რომ „მზეო“ საკუთარი სახელიც არის ქართულში.
პოემაში
ასევე ძალიან საინტერესოდ არის წარმოდგენილი საყვარელი ადამიანისა თუ ადამიანებისადმი
მიმართვის ფორმები:
მზეო
ერთგულნო
და მისადონო, ამას ზედა გამოცდილნო,
სულე
ლომო
საყვარელო,
ჩემო, ჩემთვის დაკარგულო
იმედო
და სისოცხლეო, გონებაომ სულო, გულო
ხეო,
ედემს დანერგულო
ჩემო
ლომო, მჯობო ყოველთა გმირთაო
ჩემო
შენ
ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედის.
სიყვარულის
გამომხატველი, მოსაფერებელი სიტყვები და გამოთქმები ყველა ენაში არსებობს, ცხადია, ამ მხრივ გამონაკლისი არც ქართული
ენა, უფრო მეტიც ამ თვალსაზისით ქართული ნამდვილად გამოირჩევა მრვალაფეროვნებით.
ადამიანები სიყვარულს სხვადასხვა ენობრივი საშუალებით
გამოხატავენ. როდესაც გვსურს საყვარელი ადამიანები ჩვენს სიყვარულში დავარწმუნოთ და
დავაჯეროთ, მაშინ ვცდილობთ, რაც შეიძლება ოროგინალურად და თბილად გადმოვცეთ ჩვენი სათქმელი,
დავარწმუნოთ, რომ მის გარეშე ჩვენს სიცოცხლეს აზრი არ აქვს და ვცდილობთ ავუხსნათ, თუ
როგორი მნიშვნელოვანია მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში, ასეთ ვითარებას ხშირად ვხვდებით „ვეფხისტყაოსანშიც“ :
შერმადინი
-ავთანდილს:
„მოახსენა:
უშენომან გულმა რამცა გაიხარა“
„შენ
მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა-ვიაკვანე“
ავთანდილი
-თინათინს:
,,თქვის: სიყვარულო
მოგშორდი, გული შენ დაგრჩა, ვთქვი ვისად?
შენთვის
სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად“
ნესტანი-
ფატმანს:
,,უმისოდ
ჩემი სიცოცხლე, ვადმე, რა დიდი ბრალია“
ნესტან-ი
ტარიელს:
,,ნეტარ,
რა ქმნას უშენომან გულმან, შენგან დალახვრულმან“
ტარიელი-
ნესტანს:
,,
შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა,
შენი
ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა“
„ღმერთმან
თუ მცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა,
შენთვის
მკვდარი აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა,
მზემან
ლომსა ვარდ-გიშერი ბაღჩა უშენოსა,
შენმან
მზემან, თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა“.
ასევე
ძალიან საინტერესოდ არის წარმოდგენილი გახარების, სიხარულის გადმოცემა,
რაც საყვარელი ადამიანის სიყვარულით არის გამოწვეული:
,, მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე“
,,აწ მიბრძანა საიმედო, ამად ვხედავ მხიარულსა“
,,მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.“
„აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო“
Saturday, May 12, 2018
Thursday, May 10, 2018
პრეზენტაცია: ,,ხმელი წიფელი''
https://docs.google.com/presentation/d/e/2PACX-1vSggPk0Bf2iLIpQe8If9oNKF2oCqPi2iArrxMyWKwAwr_1VnsZeJw3MMC9oOKgYlXtRrWLo8jqDpn-K/pub?start=true&loop=false&delayms=3000
Subscribe to:
Posts (Atom)
<iframe src="https://docs.google.com/presentation/d/e/2PACX-1vR9_rFL0Mx7ENAlZwLyJkywnTNOWp8JoJ8JwUUR0rhbZKvKxm9hrDxbZt7hj3Qs3w/embe...
-
„ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი მთავარი თემა სიყვარულია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ უღრმეს ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს ამაღ...