,,გადმოდგება
ქართულ მთებზე დილა საიადონო
და
ქუდს გიხდის საქართველო, კონსტანტინე ბატონო“
შოთა ნიშნიანიძე
კონსტანტინე გამსახურდიას განუმეორებელი პიროვნული ხიბლის,
განსაკუთრებული ნაფიქრისა და ნააზრევის ფონზე უმალ ფერმკრთალდება პატივმოყვარეობის,
ცრუმეცნიერული რეგალიებით თავმომწონეობის და ფსევდოინტელექტუალიზმის ყოველგვარი გამოვლინება.
და, ალბათ, სხვასთან ერთად ესეც არის სათავე
და საიდუმლო მისი წონადი მეცნიერული დანატოვარის სიცოცხლისუნარიობის.
კონსტანტინე
გამსახურდია დაიბადა 1891 წლის 6 მაისს, ძველი
სტილით, სამეგრელოს ერთ პატარა და მყუდრო სოფელ
ძველ აბაშაში, რომელიც მდინარე ზანას ნაპირზე მდებარეობს. ზანა მწერლის სახლს უკან
ჩამოდიოდა და ეზოს ორ ნაწილად ყოფდა. ვოლტ უიტმანი შენიშნავდა, რომ უდიდესი ქალაქი არის ის, რომელიც
დიდ ადამიანებს ზრდის და რამდენიმე საცოდავი ქოხისგან შემდგარი სოფელიც ,,უდიდესი ქალაქი“
იქნება, თუ მან დიდი ადამიანი წარმოშვა. თუ ამ სიტყვებს გავითვალსწინებთ, აბაშა სწორედაც
რომ უდიდესი ქალაქია.
პატარა
კონსტანტინე ხან დიაკვნობაზე ოცნებოდა, ხანაც გენერლობაზე. 1904 წელს ქუთაისის სათავადაზნაურო
გიმნაზიაში ჩაირიცხა. 1912 წელს, გიმნაზიის დამთავრებისთანავე სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერისტეტში. 1909 წლიდან კონსტანტინე არაგვისპირელის ფსევდონიმით ბეჭდავდა სტატიებს ქართულ პრესაში.
სწავლობდა
ევროპის სხვადასხვა უნივერისტეტში, მათ შორის მიუნხენში, ბერლინში, საერთოდ, უფრო ზოგადი
განათლება აინტერესებდა, ვიდრე კონკრეტული სპეციალობის ათვისება. ალბათ, ამიტომაც იყო,
რომ ხშირად იცვლიდა უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებს. კონსტანტინეს ჰქონდა მიდრეკილება
ენების დაუფლებისკენ.
კონსტანტინე
გამსახურდია გარდაიცვალა 1975 წლის 17 ივლისს და დაკრძალულია თბილისის კოლხური კოშკის ( თავისი
სახლის) ეზოში.
თავისი
ტანჯული ცხოვრების განმავლობაში კონსტანტინე გამსახურდიამ შექმნა ისეთი რანგის ნაშრომები,
რომელთაც ყავლი იოლად არ გასდით, სიბერეს არ ნებდებიან და ყოველ ეპოქაში დაიუნჯებენ სრულიად განსაკუთრებულ საზოგადოებრივს რეზონანსა და დანიშნულებას.
თითქოს საკუთარი ნაღვაწის გამო ეთქვას, რომ
გენიოსთაგან ხშირად იმდენს ვერ ისწვალიან მისი თანამედროვენი, რამდენსაც მომავალი
თაობები, რადგან უმეტესად გენიოსების კაპიტალი აუთვისებელი ხდება იმ ეპოქაში, რომელშიც
ისინი ცხოვრობენ და მოღვაწეობენ და მათ მიერ დატოვებული სულიერი კრედიტები და საჭურჭლენი განუსაზღვრელია.
No comments:
Post a Comment