Subscribe to:
Post Comments (Atom)
<iframe src="https://docs.google.com/presentation/d/e/2PACX-1vR9_rFL0Mx7ENAlZwLyJkywnTNOWp8JoJ8JwUUR0rhbZKvKxm9hrDxbZt7hj3Qs3w/embe...
-
„ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი მთავარი თემა სიყვარულია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ უღრმეს ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს ამაღ...
საზოგადო შეთანხმება ასეთია – სკოლა არის ადგილი, რომელიც მოსწავლეებს მომავალი პროფესიებისთვის ამზადებს. თუმცა, ამავდროულად გაჩნდა და განვითარდა აზრი, რომელიც კონსენსუსად იქცა და რომელიც ამტკიცებს, რომ სკოლების უმრავლესობა ამ მისიას ვერ ერგება, ვერ ამართლებს. ბოლოდროინდელი ტენდენცია ცხადყოფს, რომ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ორგანიზაციები დამოუკიდებლად, თავიანთი რესურსით, დიდ შრომას დებენ, რათა დაქირავებულ თანამშრომლებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის არსებული სიცარიელე ამოავსონ, თანამშრომლებს ის საჭირო უნარები შესძინონ, რომლებიც სკოლამ ვერ მისცა.
ReplyDeleteრვა ყველაზე მთავარ უნარ-ჩვევას, რომელიც მოსწავლეებს თანამედროვე სამუშაო ადგილებისთვის ამზადებს, არაფერი ესაქმებათ ამჟამინდელ სკოლებში. შესაბამისად, ჩნდება კითხვის ნიშანი – უნდა შეიცვალოს თუ არა „21-ე საუკუნის სწავლება”, რომელიც უკვე ძველმოდურია, და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირდეს?!
2016 წელს მსოფლიო ეკონომიკის ფორუმი „მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციასა” და მის გავლენას მსოფლიოზე ამგვარად აღწერდა:
ბიზნესმოდელების სწრაფი ცვლილებები ძირეულ გავლენას იქონიებს დასაქმების ბაზარზე. დასაქმების ლანდშაფტი მომდევნო წლებში სინათლის სისწრაფით შეიცვლება. უამრავი ამჟამინდელი მთავარი ტრანსფორმატორი, რომელიც გავლენას ახდენს გლობალურ ინდუსტრიებზე, სავარაუდოდ, ასევე, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს დასაქმებაზე, შექმნის არაერთ ახალ, აქამდე უცნობ სამუშაო ადგილს, გააქრობს ძველს და ადამიანებს ძალაუნებურად მოუწევთ, შეცვლილი თამაშის წესებისთვის სასწრაფოდ ფეხის აწყობა, სწრაფი განვითარება, ახალი უნარ-ჩვევების შეძენა. ძალიან ბევრ ქვეყანაში ათი ან სულაც ხუთი წლის წინ ეს ახალი პროფესიები არ არსებობდა. შესაბამისად, ცვლილების პროცესი მნიშვნელოვნად აჩქარდება.
ერთ-ერთი, ყველაზე პოპულარული შეფასების თანახმად, 65% პირველკლასელებისა, ისეთ პროფესიებს აირჩევს და ისეთ ფაკულტეტებზე დარეგისტრირდება, რომლებიც ამჟამად არც კი არსებობს. შესაბამისად, დღეს წინასწარ განჭვრეტის უნარი და სამომავლო უნარ-ჩვევების პროგნოზირება, სამუშაო ადგილის კონტენტის განსაზღვრა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, მთავრობისა და ინდივიდუალურად, ადამიანებისთვის, რათა მათ სათანადოდ შეაფასონ შესაძლებლობები და თავიდან აიცილონ არასასურველი შედეგი.
წყარო:http://mastsavlebeli.ge/?p=16685